უფალო


* * *
 

უფალო, მადლი მომეცი,

ვაჩუქო სითბო მეგობარს,

გავანაწილო ალერსი,

გზა დავულოცო ერთობას.

მომეცი ნიჭი, ერისთვის

ვაკეთო საქმე ულევი

და ვიყო კაცი, ქვეყნისთვის

დაუხეველი უძლევი.

სხვისი ტკივილი შევიგრძნო,

მადლი ვქნა გაუმხელელი,

მწუხარეს ცრემლი მოვწმინდო,

ვშრომობდე, აუღელველი.

მომეცი ძალა იმისა,

სხვის სიყვარულში ვცხოვრობდე,

ჩემი ქართული მიწისთვის,

თავს არ ვზოგავდე ბოლომდე!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი