ზურაბ გორგილაძეს


პოეტ ზურაბ გორგილაძეს

ნენე უკვე ჯვარსაც აღარ ხატავს მჭადზე,
მიწა ჩვენი თურქმა შეისყიდა, ზურაბ!
ბადიშს აღარ უმღერიან იმ ძველ ნანას,
გულს რომ ფლეთდა ბაბაის
მარჯვენი, ზურაბ!
მარადიდში ყავარს ვინ ხლეჩს სიმაგრისთვის?
კითხულობს "ჰოიდა ნანას" სიმაღლისთვის?!
აცხან წევდა ჟინი, სული, მზე და მთვარე,
წლებს ტკივილი მოაქვს, ტკივილს _
დარდი მწარე!
სხალთის ზარებს მაშინ ჩუმად რეკდი მთავარს,
ახლა სხალთას უნაცვლებენ თურქულ აკვანს!
ფულის ნაცვლად გავატანდით რწმენას მავანს.
აჭარლობას დალოცავდი, ზურაბ, ამგვარს?!
"ჰოიდა ნანა" მოსასმენი გახდა მხოლოდ!
მაპატიე, ზურაბ, წესად ვერ ვაქციე,
ფესვიანი, გულმართალი აჭარლობა,
შენებურად ვერ შევძელი, მაპატიე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი