დედას


დედა, მაპატიე,
შვილი ცოდვილი...
ვერა!
შენს კალთაში
მუხლი მოვიდრიკე.
მძლია სიამაყემ, ავმა მოსაზრებამ,
თავი ამბიციის აზრთა ტრაგედია,
დედა!
ვერ გავიგე შენი გულისცემა!
მგონი სიჯიუტე ძალზე თავხედია.
მინდა მოვიშორო ყალბი პაროდია...
დედა,
მოგეფერო, რადგან გული მიცემს,
სული ეშმაკების ლუკმად მიმიგდია.
და ეს აზროვნება გონებას სცემს,
ცოდვილს განსაცდელი ვეღარ გამიგია,
დედა!
იავნანა, შენი გალობანი
ახლა საზრდო არის სულის ნეტარება,
ნუგეში, ხელი-კალთა-ნაოჭები!
ყოველ ნახვას ის დრო მენატრება,
ტკბილი იავნანით როგორ მაძინებდი...
დედა!
მაპატიე ჩემი თავხედობა.
სიყვარულის ტკბილი ცრემლი,
ღამე თეთრი ფიქრი _ ყოველწამი,
სევდა, უსასრულო ფიქრი,
დედა!
ისევ მინდა თავი დავამარცხო,
ქუჩაში ვიხმაურო ისევ.
ყველას გასაგონად, თუ ვით მათთვის გიჟი,
ისე დავიძახო, ისე დავიჭექო:
დედა! დედა! დედა!
მეამაყება, რომ...
მეამაყება, რომ...
დედა!
მე მიჭირს...  მეშინია, რომ...
დედა!
გამიხარდა, რომ...
მესიამოვნა, რომ...
დედა!
რადგან ყოველ წუთს
ჩემში არსებობ და ჩემი გულისცემა გესმის
დედა, მაპატიე,
დედა, მაპატიე,
უკვე ყველაფერი მესმის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი