აჰა ინებეთ ხორცი ჩემი
*** აჰა, ინებეთ ხორცი ჩემი _ ცოდვილთა კერძი, დედამიწა ამოჩიჩქნეთ და მოწყვიტეთ ღერძი! აჰა, გული დაინაწილეთ, ბოღმით სავსე, სისხლის ღვარები გადმოღვარეთ, ყანწები ავსეთ! არ ველოდები განდიდებას, დამტოვეთ მარტო, სტრიქონები იწერება და უნდა ვიდარდო... ღიმილი აღარ მემეტება _ გადამაქციეთ! მაფიქრებინეთ ბოროტება, მონად მაქციეთ. აჰა, წაიღეთ, მიჩუქნია დამპალი ხორცი, სული უფლისთვის მიმინდვია, გულწრფელი ლოცვით! მე მაინც უკან დაგიბრუნებთ სიყვარულს კოცნით, იქნებ იგემოთ ჩემი სითბო, დაეცით ცოდვით! აჰა, წაიღეთ შეწყალება, ვერ გამამხეცეთ, ამგვარი ყოფა მირჩევნია _ თქვენ გამამხნევეთ! არ გამოუვა ბოროტებას ჩემი მონობა, რადგან მუზაა გონებაში და მონდომება... აჰა, მივეცი ხორცი შმაგი, ცოდვილებს... მშიერს... მე სულს ვიკვებავ შეწყალებით, ვერ დამამშიეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი