წარსულს


***
 

მინდა წარსული რომ გამოვიხმო,

შევთხოვე აწმყოს კვლავ ერთად ყოფნა.

არ გამიგონა, დამტოვა მარტო,

გაუსაძლისი არის დღეს ყოფა.

 

ოდითგან ველით უძლეველ რაინდს _

დაიბადება დავითის დარი,

ეშველებაო სამშობლოზე დარდს,

გადაივლისო ქვეყნის ავდარი!

არ იარსებებს მავანთა კვალი,

გეი აღლუმის რეკლამირება,

და ჩამიცხრება ქაოსი, ჯავრი,

როს ყოველ დილით  გამეღიმება.

 

ქუჩაში არ ვნახავ უცხო ნაკვალევს,

მოხუცის ჩაგვრას, ურწმუნოდ ყოფნას,

დედის გინებას, საკუთარ დედის...

გაუცხოებულ ოჯახებს, სახლ-კარს.

ფულის მონობას, ფულის  შოვნაში

გაბოროტებულ მეძავს და ავქალს.

 

ოდითგან  მებრძოლი ხასიათი,                        

მეზობლად არაა მოკავშირე.

არ დაიბადა, არა, დავითი!

ღმერთო,  ................

 

რუსთველს ვკითხე, ვიკითხე ბევრჯერ,

პოეზიაში ვეძებე გმირი,

იქნებ გავმხნევდე და დავიჯერო,

ისევ ეზრდება სამშობლოს შვილი.

ილიას სიტყვებს, ტაბიძის ტკივილს,

ისევ ვეძებდი, ვით კრიტიკოსი,

ისე მეფიქრა, გულით მტკენოდა

და არა ფარსი თქმით ცინიკოსის.

ვაჟას – ბუნების მესაიდუმლეს, _

ბევრჯერ დავუსვი კითხვა იგივე,

ასე ლამაზი სამშობლოს შვილმა,

ერი მტრად როგორ გავაიგივე?!

და ბოლოს მივხვდი... და მაშინ მივხვდი _

რად იყო აწმყო წარსულზე სუსტი...

და მე ვიპოვე პასუხი ზუსტი,

შენ პოეზიას რწმენაში ქმნიდი,

მე რწმენა მქონდა, ურწმუნოს, სუსტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი