ღმერთი და მე


ღმერთი და მე
 

 

ცა ხატავდა მზის სხივების ვერტიკალს,

დედამიწა იდგა ამოზნექილი,

ორსულივით, ისე ფეხზე ვერც კი დგას,

უნიათოდ, ძალზე ამოქერქილი,

ზღვა ტალღებში ზეცას აქუცმაცებდა,

სანაპირო სიმარტოვეს მიკლავდა,

ვფიქრობდი და ფიქრი მადიდკაცებდა,

მხოლოდ მარტო ჩემი ღმერთი მიყვარდა.

ეგოისტი, სხეულს მძიმედ ვათრევდი,

ვერ მიგებდა ვეებერთელა სამყარო,

ვიპარავდი, მშიერს ტანზე ვაცმევდი,

სულელს მსურდა, გულით სითბო ვატარო,

მსურდა, მაშინ სულ სხვაგვარად მეგონა,

სამართალი თურმე გარდაიცვალა,

ჰოდა, ჰოდა, ჩემში მთელი მოვლენა,

გაშავდა და უცებ ფერი იცვალა.

ზღვა ტალღებში ზეცას აქუცმაცებდა,

სანაპირო სიმარტოვეს მიკლავდა,

ვფიქრობდი და ფიქრი მადიდკაცებდა,

მხოლოდ მარტო ჩემი ღმერთი მიყვარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი