არც არაფერი


***
 

არც არაფერი, არც ყველაფერი,

წუთისოფლისა ყალბია დოგმა,

ღამე _ უძილო, დღე _ დარიანი,

გენეტიკა კი _ აწმყოში ბოდვა!

 

დავემსგავსები მტაცებელ ცხოველს,

სიყვარულს უკვე სიგიჟედ თვლიან,

ანადგურებენ სიწმინდეს ერის,

და აყენებენ ქვეყანას ზიანს!..

 

ცინიკოსობა ფიფქივით ცვივა,
ალმოდებული ყინული არ წვეთს                                                                                                  კუჭდაპრესილნი ბანაკში სხედან,
ობოლი ობლად დაეძებს საკვებს!
 

რად გაბოროტდი? _ დაისმის კითხვა,

რად მომდის ასე ბრაზი და რისხვა?

მე ამ დროების ერთი პოეტი,

ჩემი სამშობლოს წარსულის ხნის ვარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი