ნენი
*** ნენი, გურჯისტანის მიწა ედემია, მაშ, ჭო, ყველამ თურქეთიდან წევდეთ ბათუმ, რაფერ ბუზებივით თვალწინ ირევიან, ჰაიდე, ჩვენ ღელი-პირას, ჩემო ხანუმ! იგზე აცხან აჭარული კიჟინია, სამას-სამას სისხლიანი იარები, სიზმარს, სიზმარს მინანია უცხო მიწაზედ რომ ვიარები! გაღმაი ჩემებური ბაღვი-ბუღვაი ნახირს საძოვარზე მიდენიან, გულში სიყვარულის მარწუხები ჰოიდა, ჰოიდა, ნანას მიმღერიან! ნენი, წამო, ადექ, წევდეთ გურჯისტანში, ბათუმს უცხოდ უცხოელზე გვიყიდიან, დარდმა ეშმაკივით დამკრა ისე ტანში, ცოდვა მძიმეა და ვეღარ მიზიდია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი