წერილი პატრიარქს
ერთადერთი სინათლეა, აი რაც კი მაბადია, განსაცდელში, განკითხვისას, მხოლოდ ერთი წამალია. ცაში, ყველგან, აქ, მიწაზე, სადაც ჩემი მთა-ბარია. უფლის მადლით სიყვარული ყველაფერზე მთავარია. ასე მტკიცედ, ასე ლაღად ანგელოზნი გიგალობენ, ირგვლივ, სადაც ეშმა გვქანცავს, შენი ლოცვით გვიწყალობე, ჰოდა, ახლა ჩემი ლექსით, ჩემი გრძნობით, ვბედავ, რომ მე, სული შენში დავაბა და მანდ აღვმართო დიდი ღობე. არ გაიქცეს, იყოს შენში, სადაც სუფევს სიხარული, რომ სხეული მძიმეა და ძლიერ არის გალახული. რომ ვერ ვსუნთქავ, ბოღმა მახრჩობს, არ მასვენებს არნახული. რომ სამშობლო მიყვარს მხოლოდ ჩემი თვალით დანახული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი