ჯვარცმა
უფალი ჯვარზე, უფალი ტანჯეს! უფალი სცემეს, ცოდვები ხარჯეს. ოდითგან მუდამ წარსულს და აწმყოს, არ ვიხევთ უკან, ცოდვებსა ვაწყობთ. ჩვენი გზა-კვალი ცოდვების კონა, არ გვახსოვს, არ გვსურს ლოცვა და თხოვნა. უფალი, ჯვარცმა, ცრემლების წვიმა, სატანა! მსგავსმა, გული ამძიმა. არ შევიბრალეთ, არ ვცანით, არა, ვერ შევიწყალეთ, რამ გაგვამწარა?! ჩვენი სულისთვის, გადარჩენისთვის, ამაოდ ყოფნის, გამრავლებისთვის! გაწამეს, გტანჯეს, ბრბოთა ჯგუფებმა, ცოდვები ხარჯეს, მისცეს უფლება... ეშმაკს - უსირცხვოს, სულის მტაცებელს, უფალს უსიტყვოდ, თვლიდნენ - მავნებელს. უფალი - ჯვარცმა. უფალო, ვცოდეთ! სატანა - ძარცვა... მრისხანედ ვბოძეთ. ღალატი უფლის... სიყალბით მსგავსით თამადა სუფრის ... ყანწების დაცლით ღრეობა, ცეკვა ხალისი ამ დღის, მრუშობა, ლოკვა... ცოდვები დაგვღლის. უფალო ჩემო, დარდი და ცოდვა, შენ ჯვარზე გაცვეს მე ვიწყე ბოდვა! ჩვენი სულისთვის დახარჯე ძალა. ჰო, შენ ჯვარს გაცვეს, უფალო, არა! უფალი ჯვარზე ითმენდა ტკივილს, ჩვენ ერთმანეთის მოთმენა გვიკვირს. უფალი აცვეს, უფალი ტანჯეს, უფალი სცემეს, ცოდვები ხარჯეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი