ანდერძი


რას დაგიტოვებ არვიცი მამა. 
წლები ჩაივლის , ალბათ ამაოდ,
მაგრამ დრომ ისე გამათამამა,
ლექსი დავწერე შენთვის მალამოდ.

ლექსი არის თუ უფრო ანდერძი,
რაც არის გულით გიწერდი ამას.
შენი თვალებით სუნთქვას ვიძენდი,
ვგრძნობდი თავს უკეთ_  ძლიერს და თამამს .

მოდი დავიწყებ გულს გადაგიშლი,
არაფერს ისეთს უბრალოდ გეტყვი
გიყვარდეს დედა, გიყვარდეს გულში
ისე რომ თითქოს მზის სხივით ეტრფი.

რათა მესმოდა  ცხრა თვე გალობა,
ძვლების ტკაცუნი, სიჩქარე გულის.
უთხარი მიდი დიდი მადლობა
იცოდე კვება შენს სიყვარულის.


პატივი ეცი ასაკით უფროსს,
ადამიანში ზრდილობა ლაღობს.
ჩემთვის ღირსება ის არის უფრო
ჩემი შვილი რომ სხვის ტკივილს დარდობს.

შვილო სამშობლო შენი სახლია,
გახსოვდეს ოჯახს სჭირდება სახლი.
ირგვლივ ათასი “მამაძაღლია”
ამიტომ მავანს გმირულად დახვდი.


უბრალოება დიდი განძია
მდუმარებაში იპოვი უფალს.
თუ მაინც ძლიერ ცოდვამ დაგძლია,
ნუ დაეცემი ცოდვილიც უყვარს

უფალს შემოქმედს წყლისა და მიწის.
შინაგან ექოს ხმამაღლა ვიტყვი 
და სტრიქონ სტრიქონ მით უფრო მიმძიმს
ჩემს ფიქრებიდან  გაშვება სიტყვის. 

ვასრულებ წერას შვილო ანდერძი
არის მოტივი  კვლავ დაბადების.
ყოველი შენი ნამოქმედარი
სიცოცხლესა და სიკვდილის დერბი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი