ფიქრთა ფერმწერი.
არც ვიცი ხედვა რად ირეკლავს ფიქრების სარკეს, როცა ფერები გონებასაც ძალიან გასცდა. სადღაც სიღრმეში დამიმარხავს სულის პალიტრა, და ფუნჯი სხვა ფიქრებს, სხვა გონში გაჰყვა. ვხატავ თვალებში კარავაჯოს უსახურ აღქმას, სიმახინჯე რომ სილამაზედ არსით აღწერა. ვჯღაპნი თითებით დაუსრულებელ ფიქრების სახეს, საკუთარ ლექსში ჩემმა მუზამ ცრემლით დამწერა. და როცა ცა იხვევს ნაცრისფერ ზეწარს, ფიქრებით გონთა ვოიაჟს ვძერწავ. ბუონაროტის და და ვინჩის კონტრასტებს ვხერგავ, ბნელსა და ნათელს ერთ სპექტრში ვხედავ. სწორედ ამიტომ ავირჩიე სიღრმის პათოსი, მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო... ბნელი ფერებით მოქარგული ნათლის ქაოსი, მარადიული ზმანება და ფიქრთ სამოსახლო. 2018.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი