FANTASY
ვწერ სიტყვას და სიტყვა - იგი, დასაბამიდან, ასმოდეუსი - გოიას არა, ჩემი ზმანება. გაუკვალავად მოხეტიალე აზრის არსობა და რენუარის შავი ქოლგების გამოსახება. კალიობოტეს პარიზიდან დასველებულ თვალს და გონებას, ვან გოგის ქუჩებს, ნაწვიმარი ფიქრებით დავდევ. როდენის ქარში გაფანტული თვალები მეძებს, რემბრანდტის ბურუსში სიმშვიდეს ვარღვევ. ____ და ბოტიჩელის მზისფერი თმით რუბენსის მედუზას რომ წარმოვიდგენ, რაფაელს მადონას მოვსტაცებ, და კარავაჯოს გველს გავუტყავებ. დორეს ანდრომედეს გავათავისუფლებ, ვრუბელის ოცნებებს პრინცესას ვაჩუქებ. და ვერონეზე ფიქრს რომ გამიშეშებს, ფრიდას რივერას ყვავილებს დავუბრუნებ. პიკასოს გიტარისტი Soundtrack-ს შემიქნის, მატისის Nude-ებს წითლად რომ შევღებავ და ფიქრის რეალობას დალი რომ დამირღვევს, ელ გრეკოს ტოლედოს წვიმებით წავლეკავ! 2019.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი