L'OEIL DU MONDE - თვალი.
ფიქრის აპოგეა, თვალი ექსტრავერტი, წამის მეასედში, გიგაპარსეკებით, ხედვის არეალი - საზღვარს გაცდენილი, სუნთქვა შერეული, ფერი - გაცრეცილი. ნერვი გაწყვეტილი, სისხლი - აღრეული, სიტყვა დაკარგული, გონის ვოიაჟით. სადღაც, კოლექტიურ არაცნობიერში, მე ინტროვერტი, თვალი - ხელოვანი. ფერი ალისფერი, აზრად გარდაქმნილი, ბგერათშეერთება - სხივად მოვლენილი. და ამფიტრიტეს ზვირთის გადასერვით, საკუთარ მესთან ომი - ამორფული! დუელანტს გამოვიწვევ, თავსაც დავამარცხებ, სიტყვა მჭრელი მაქვს და ხედვა - “ელამი”. უნივერსალურად მხოლოდ გოეთეს მწამს, ახლაც ცოცხალი აქვს მესამე თვალი. სარკმელს გავხსნი და კარს არ გავაღებ, ფიქრებს ჯავშანი რითმით მოვაცვი. ელვით მნათობი ბილიკის გავლით - JE SUIS NINIKO, C’EST LA VIE! __ 2019.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი