აღრევა ნომერი ორი


არაცნობიერი ბუდის ბინადარი, “მე” - ილუზია. 
სასრული ფიქრის არასრულად მდუმარე სიტყვა.
ფონს გაცდენილი აბსურდების ღრმა დელუზია
და ცნობიერისგან უპასუხო კითხვების წვიმა.
_
ღრმა ძილის ღმერთსაც ვეპარები სხვა სამყოფელში, 
სადაც ფიქრები, უთქმელადაც, სიტყვებად ისმის. 
“ჭეშმარიტ” კონცეფციას მორგებული ჰაიდეგერი
და სენტიმენტებთან “დაცემული” კამიუც იბრძვის.
_
ლაკანს ფიქრები დავუსველე, შელინგით ვიწვი.
ბრამსის ნოტებზე, ნაფლეთებად ვაქციე რენი.
ჩემი სიზმრები,ალბათ, კიდევ ბევრ რამეს იტყვის,
მაგრამ “სიტყვებით” გაფანტული, ვერაფერს ვხვდები.


2020.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი