მეტაფიზიკური ქაოსი


ფუნქციონალური ტენდეციებით ეძებ იმპულსებს, თვითგადარჩენის. 
ამბივერტი ხარ, ინტროგენული მძაფრი სიხშირით.
ფიქრებზე მიკრულ ნაცრისფერ ბურუსს
მუსრავ ქცევით და 
სუბლიმაციურ სტერეოტიპებს ამსხვრევ ჰორმონით.
ჰო, ფროიდისეულ “სტერეოტიპებს”.. 
თუნდაც, იუნგის ლიბიდოს ცნებით.
ტრივიალური ემოციიითაც,
დოფამინით და ოქსიტოცინით.

მერე,

კოლექტიური არაცნობიერის ფუნდამენტური ხედვის ქაოსით,
მუზას აბრალებ ფიქრების წერას, 
ბედნიერი ხარ, ფართო გაგებით და 
ჭადრაკის დაფასაც თვითონვე გეგმავ.

თუმცა,

ემპირიული ფიქრის მეტამორფოზით,
ეგზისტენციალიზმში ჩაკარგულა შენი რაობა.
ვინა ხარ, სად ხარ, ან რატომ ვერ ხედავ,
გენეზისური სტიმულის შობას?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი