Cogito, ergo sum.
ვეღარ ვწერ ლექსებს, არ ირითმება ლაკანს მიძღვნილი ღამეების ფერიცვალება. აღარც ქარი წერს სიმფონიას, სასიამოვნოს, და ფიქრში, რომ ყველა რითმა ერთად იცვლება, აღარც ზვირთები ეხეთქება ყურებს მგზნებარედ. არც ვცდილობ გავაღვიძო მიძინებული, მთვარეც არ აწყობს გრადაციებს, მე რომ მიყვარდა. ცალ თვალში სრულად დაბრმავებულ უჯრედებს ვეტრფი, და მერე, ჩურჩულით, ისევ ვყვირი: Sentio*, ergo sum! ჰო, გრძნობა და ფიქრი ერთმნიშვნელოვნად გავაიგივე, ეგ მიადვილებს ჰომეროსისგან მოპარული თვალის სიბრმავეს. და ეგზისტენციას სიყვარული რომ არ მართავდეს, ფიქრსავსე მელანს ვერ დავღვრიდი ვეღარასოდეს. 2025.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი