თვითრეფლექსური ფილოსოფია.


ვიწყებ ოთახში გაფანტული სტიმულების პროეცირებას.
თან, დავბარბაცებ წარმოსახვითი სომნაბულიზმით,
თითქოს იქა ვარ, უცნებო ჯერარსს რომ აპროტესტებს,
და მერე “აბსოლუტს” ამკობს ევფემიზმებით.

უნდა ხედავდე, რომ გაიგო, რასაც ახლა ვწერ. 
სიზმრად მემღვრევა ფენომენოლოგიური ლოგიკის არსიც, 
ცნებებს ჯერარსის გარეშე უბირთვო ატომებს ვუტოლებ,
და გონს ცხადად ვაბრუნებ იგივეობრივობის მრწამსით.

გამოვეკიდე ცნობიერსა და არაცნობიერს შორის, 
ვისხლეტ შემოსახლებულ კანტისებრ ფიქრებს, 
აბსტრაქციაში ვიძირები და პროცესით ვტკბები,
რომ სადღაც, ვიღაცა, სხვის ნააზრს იგებს.

და თუ ისევ კითხულობ, ვიცი, ვერ მიგებ.
ხანდახან, მეც მიჭირს ამის გაგება.
კოლექტიურ არაცნობიერს ფიქრებით ვყვები
და მერე.. არ ვიცი, რა მემართება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი