გილიოტინა


ჩემი ლირიკა კარგა ხანია იღვრება თქეშად, 
სევდის სიმკრთალე არ ფერადდება ჟღალი ალმურით...
გრძნობის ქარიშხალს ჩავუვარდი,  ალბათ, ხახაში
და მწუხრით მავსებს ემოციათა კორიანტელიც...


ალმოდებული ტკივილის ფესვის ზაკვანი არის,
მთელი მზის სხივის მკვეთრი წყვდიადით გაბნელეთება...
მაგრამ მეც ხომ მყავს ჩემი მნათი, ჩემთვის მნათობი, 
ცეცხლით რომ იწვევს ცეცხლის ალის გადაფერფლებას...

სულის ფსკერებზე მიმოაკმევს იმედის სხივებს, 
რომ სხივი იქცეს ტკივილისათვის გილიოტინად...
და უფრთხის სევდაც მიმოკმეული სურნელის ფარჩას,
ეგზორციზმისას ჯვრის დანახვაზე დაბნეული დემონის მსგავსად... 

------
დაიწყებს სულიც ტკბობას ლაჟვარდით,  
ზღვის სიმფონიისთვის ყურის დაგდებას...
ბნელეთიც მოირგებს შვიდფერის კაბას, 
უკუნითით რომ დაილამბება..



2017.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი