ქიმერა


აღტკინებული ჩაეფალი ილუზიის შხამიან მორევში, 
მოილტვის ჭაობი,ამორძალი, რომ შეგისრუტოს...  
ან,იქნებ ვინ იცის, თვითონ ილტვი ღრმა უფსკრულისკენ, 
რომ თავი იმშვიდო დელუზიით და იყო მყუდროდ...
 
ისედაც ბევრს სწვდება თვითონ ფანტაზია, 
კოიპერის სარტყელზე რომ იდებს ბინას...
თუმცა, მისი არსით, ალბათ, მსუბუქდება
დაღდასმულ ოცნებათა ქიმერის კვდომა...

მაგრამ ქიმერნი უნდა იწვოდნენ!
მათსავე ხახაში - ცეცხლისმფრქვეველში..
რადგან სურვილი აუხდენელი,
ქიმერის ცეცხლით ეულად იწვის...

დაე, ამიტომ, ძრწოდეს ფანტაზია!
გრძნობის ასტრალის რეკვიემის იყოს ავტორი...
მოკლას ქიმერნი უძლეველი ბელეროფონტით,
რათა ახდენა განაჩენი იყოს ოცნების!


2017.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი