გაორებული პირადი სივრცე - უცხო თვალები.
მზერაშეცვლილს, რუტინული სარკის ეფექტით, გადაღლილ ხორცის სულიერი შფოთი მესახვის. ვხედავ სარკეში ძაძმოსილ თვალებს, რომელიც მიგავს, თუმც არ მეკუთვნის. ვხედავ და მითრევს ჯურღმული სრული, საც ყველა არსება თვისთვის მეტყველებს.. ზოგნი იწვიან მტანჯველი ცეცხლით და მწველის სანთლები გზასაც მიკვლევენ. სულში დგამს ცეცხლი ტანჯვის ბალაგანს, სულში ხორხოცებს თვალი მეტყველიც.. როგორც არასდროს, ვიკარგვი მთქმელში, თან რომ მიგავს და თან არ მეკუთვნის. გაფანტავს სცენის მტვერს ზენაართ სხივნი, ამოუძირკვავს საძირკველს ბალაგანს... და მიმოკმეული ჟღალის ეფექტით, შეიპატიჟებს ახალ პატარძალს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი