ღამე...
ღამის წყვდიადს მელნის ფერი დაჰკრავს და ჩემს სულში სტრიქონები დაცურავენ.. ქარი ზღვის ტალღათა სიმფონიას უკრავს და მედროვე წუთი ხაფანგს უგებს გრძნობებს. ყოფის ყრუ კედლებს მდუმარება მოუცვამს ამაყად, და ქარის კვნესა, კლავიშის ნაცვლად, ნათითურებს სულში მიტოვებს, მოვუსვამ ნიჩბებად საათის ისრებს და შფოთვით გადავცურავ შენამთვრალევ ზღვებს... 2018.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი