ძველზე ძველი.
სულის წიაღში გაჩაღებულ კოცონის ფონზე, იწვის ფიქრების შეკრული კონა. ფერფლად ქცეული გონის ტილოზე, აღბეჭდილია აზრების კვდომა. ვარ მწუხარების მარწუხ შესხმული, და ისევ ველი დროის ქარავანს, რომ გაიქროლებს ტატოს ცხენივით, და გადაუფრენს სევდის გალავანს. გაორება მაქვს, ჰარი ჰალერს დავმსგავსებივარ.. ოღონდ, ჰერმანის ნაცვლად, ჩემს ნაჯღაპნებს დავჯერებივარ.. ბედნიერების სიმწარესაც გავუგე გემო და გახელებული შენს სულის სურნელს ავფარებივარ... რომ მიწიოკებს გულის პარკუჭებს, მაგ თავბრუდამხვევს დავმონებივარ და მონატრების კლდის პირას მდგომი, ქვათა ქაოსით დავმუნჯებულვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი