აღსარება.


ისიდას ცოდვა, ბრალ-მართალი, “ტაძარს” ეკვრება,
ვინ რა დაგმო და ვინ შელახა ტაძრის ღირსება.
მნიშვნელს დაკარგავს ურჯულობით რჯულის კანონი,
მორალის კედელს რომ აქცევენ “ცოდვების” ფერფლად..

ცოდვა გადავდოთ, სხვა ლექსებში დავუღვრი სიტყვებს, 
ჩემი სათქმელი ახლა მხოლოდ ფაქტს იგულისხმებს..
ისიდას ტაძარს ამოფარებული ორი “მცოდველით”,
ჩემს ხრწნადში დაბინავენულ მუზებს ვამხილებ.

ცოდვის რა გითხრათ, მაგრამ სასჯელი ნამდვილად არის. 
ოღონდ ღრმა ფიქრით, ჯერ ისევაც ვერ გავარკვიე, 
და როს სასჯელად მუზებმა ლექსი მარგუნეს, 
გაურკვევლობით სულსაც კინაღამ გამოვერიდე...

ხორცში ჩამიღვარეს ლექსის მელანი
და მელნის სურნელით დარდი დამიწურეს, 
ამინდგარდაქმნილი თვალებიდან წველეს ცრემლებიც
და შავი ფარდები სულსაც ჩამოხსნეს.

მაგრამ...ლექსები იმთავითვე არის სასჯელი!
დარდებს განკურნავს, თუმც ფანტავს გონსაც.
მე მუზებსაც შევურჩიე პირად-სახელი
და თვალმუზა დავუძახოთ ამჟამ ჩემს სტუმარს. 

ჩადრად რომ ეხვევა მთვარეს ღრუბლები,
სიუჟეტს იხვევს ჩემი გონება.
ზღვების მღელვარე ზვირთის ტანგოსაც
და სხვა ათასგვარ სილამაზესაც,
მაშინ ვპატიჟობ ან თვითონ მიხმობს
თვალმუზა, გრძნობით მარად დამთვრალი.
მოდის და სიტყვებს მიწყვილებს ლექსად
და ალმურიც ატკბობს ხანძრის, ჩამქვრალის.. 
დახამებულა სანახაობას, 
ლურჯ ცას აზავებს ზღვისფერში მელნად. 
წერს ჩუმ ლექსებს და მე მაბრალებს,
თითქოს მე ვცოდავ, იმ ტაძრის მსგავსად.

ჩემში მოეწყო მუზათა ყრილობა 
და ჩემი სული კედელს ეტუზვის, 
და როგორც უსულო ხორცი, გაურკვევლობით, 
ვიხრწნი "ცოდვებით" მუზათა ლექსის.


2017.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი