ეპიკური ანტროპოსოფია.


ადრეც დავწერე, მიგამსგავსე მე შენ ათინას -
მარადქალწულ და თვალსხივოსანს, გონებით ნაბადს... 
ახლაც დავწერ და დავესესხები ჰესიოდესაც, 
ჰომეროსმა რომ "დაიხმარა" მუზათა მხატვრად...

ყოველ არსებას მე ხომ შენი არსებით დავდევ, 
ყოველ არსებას ევლინება არსობის არსი. 
და ჩემი გონი თუ გამიხსნის დარაბებს სივრცის,
9 მუზის პარნასს,ფეხშიშველი,ფიქრით დავივლი...

ათინას ისევ დავაბრუნებ საკუთარ თავთან(!), 
ახლა მე შენს სულს დეგეონის პარნასზე ვეძებ... 
შენ ხარ ევტერპე, ტერფსიქორე, ალბათ - ერატოც.. 
კალიოპეც ხარ,სხვა სულეთის ფიქრებს აკვნესებ...

მე გადავიფრენ “ოდისეასაც”, კიდევ მრავალგზის..
რას არ მოვივლი, რას არ ვნახავ - მე შენ საძებრად...
ვშიშობ, ვაღვიძებ მიძინებულ ერინიასაც, 
უსმენო აედი რომ ვღიღინებ შენს სახელს სიზმრად...

თუმცა, არ ვშიშობ, მისი რისხვა რამეს დამაკლებს, 
მდუმარებაც კი მე მომითხრობს რაღაც იდუმალს... 
ჩემი სიზმრები, ჩემი ლეში, ჩემი კითარაც,
ახლა შენ გელის, განმიქარწყლე, რაც სულს მიკუმშავს...


2018.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი