სხვა
ხშირად ვირევი ჩემი გონების ლაბირინთებში, რას სად მივყავარ, ან რა ჩრდილშია ჩემი ეპოსი. ხშირად მემღვრევა ფანტაზია გადამეტებით, რად იძულებდა საფოს მოდგმას ანაკრეონი... და ელადამდე, ალბათ, საწყისსთან - გილგამეშს ხედავს ჩემი გონება... მერე გზად ერთვის უავტორობა ავტორთა საწყისის მთავარ ეპოქას. და მე ვიხსენებ არქილიოქეს, ვნების, გრძნობების ლექსად დამხატველს... მერე ხომ ვამბობ, ისევ მემღვრევა და ნაშრომებში ვხედავ რუსთაველს... და რუსთველამდე, ალიგიერმაც... რად მიწიოკეს ბნელი გონება?!... შემისისხლხორცდა მათი ცნებები და გონში აღვრიე მათი ერთობა... ხან ერთმა მწერა, ხანაც მეორემ... მათი კითხვისას ჩვენ ვიწერებით... პარალელების სიახლოვემ კი, მე გადამიხშო სულის ფიქრები.... მერე ზოსიმემ უკეთ გამიღო რუსთველის, ბნელი, ჩუმი დილეგი... და იქაც რომ ვჰპოვე " 3;7;9 " , აქ დაბრუნება ვეღარ შევძელი... 2018.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი