ამბივერტის ამბივალენტური დუელი.


გონის ტილოზე ფიქრთა ქაოსი 
ჩემი გრძნობების ანარეკლს ითხოვს.
ვიწვევ დუელში არაცნობიერს 
და ცნობიერების დაკარგვას ვითხოვ. 

მერე ვდუმდები, ვებრძვი საკუთარს 
და ლეშში ვითხოვ სულის ხრწნადობას.
ვეტრფი ცვლილებებს, რახან ვიცი, რომ 
ახალი სულით ვრწყავთ უკვდავებას..
____

მერე ზემდგომი, ჩემი ზე-მე მითხრობს ჩურჩულით, 
რომ თურმე , სული ეწვის გაურკვევლობით. 
რომ თურმე, ჩემი სული - ჩემგან გარიყულს,  
იწყალებს ფიქრებს, კვლავ სიბრალულის გადამეტებით.


2018.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი