სიურეალიზმის დეიანირა...
ვუყურებ სარკეს და ვამჩნევ, რომ ჩემს თვალებში სიურეალიზმს დაუდევს ბინა. და იმ სიუჟეტს, რომელსაც ვხედავ, უმალ ვნებდები და წამებს ვსწირავ... მერე ვითომღა ვიქეც სოფოკლედ, და ტრაგედია ვიგრძენ სივრვეში... და მართალია, არა მასაებრ, თუმცა, მე ჩემებრ ვიწყე ჭიდილი... შენ ხარ სოფოკლეს დეიანირა, სიყვარულისთვის თავგანწირული... შენ კიდევ ბევრი ხარ, ვერც კი ჩამოვთვლი და ჩემს თვალებში ეკლიანდები... მე ვცდილობ, მოვრწყა შენი მცენარე... ჩემს სიურეალიზმს რომ შეუსახლდი... სეკრეტით ვცდილობ, შენ რომ მარგუნე, დაუშრობელი ჩანჩქერი დარდის... ვლამობ, გაცოცხლო ჩემს სამყაროში, თუმც, შენი კვდომის ეკლები მსერავს... ვლამობ, გაგხადო მარადიული, სანამ ჩემს მუზებს ქარი დაჰბერავს... 2017.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი