ეგოს კარნახით!...
უკანასკნელი ადამიანიდან ზეკაცობამდე გავაგებ ხიდს და ინსტანციას და მდგომარეობას ჩავსვამ ჩარჩოში. იდის - აქლემად, ეგოს - ლომად და სუპერ ეგოს ბავშვად გარდავქმნი, ინტროვერტობას დავაბრალებ ლოცვას ბნელ გონში. ჩუმი ფიქრებით ნიავის ფალცეტს დავუგდებ ყურს და არაცნოებიერს გადავუწვავ ცნებების არქივს. ღამის ზმანება მომიხატავს მომავლის ფურცელს, სილაღის კრთომას, ნანამგალევი ბავშვობის მთვარის. ამიკანკალებს სულის კედლებს ნიავის დო და, ქარის კვნესა ჩაიჩურჩულებს დოს შემდეგ - რეს. გაძლიერდება ქარიშხალი: მი, ფა, სოლ და ლა, მე კი სის დავარქმევ გრძნობების ამრევს! _________ რომ მინელდება სიმფონია გრძნობის ქარბუქის, ჩემი ფილტვები ფოთოლის მტვერს შეისისხლხორცებს. გამწვანებული ფოთოლთრხევა თვალის გუგებში, მე შენი ხილვისას, ენდორფინების ცეკვას მაგონებს. 2018.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი