ძილი
და იწყო ბარბაცი ხეზე ფოთოლმა, და ხის ძირებსაც ადგება სუსხი... თუ რაღაც არის გარდაცვალება, შეფერხებაა დროის ბნელ ყუთში... მერე ლოდინი ახალი აზრის, ახალი ფიქრის, ახალ სიცოცხლის... ჭეშმარიტების უკვალავ გზებზე, ჩვენ ხომ გაკვალულ ბილიკებს ვებრძვით... ვებრძვით სამყაროს სულში ჩამარხულ, სივრცეს გაფრენილ სულეთის მოდგმას... ჩვენი მანძილი მხოლოდ დრო არის და ვერ ვიაზრებთ, რომ მხოლოდ დრო "გვკლავს" ... გვიშეშებს ყოფას ერთ სამყაროში, კოორდინატად ტოვებს ერთ წერტილს... აქ შეჩერებულ, ნაადრევ წუხილს იქ გაგრძელების წერტილი ერთვის... ____ შემოდგომაც ხომ კვდომაა აზრის და დაბადებას კვლავ დრო გვაშორებს... გაზაფხულამდე ვფრინავთ სივრცეში, ღრმა ძილს ვეტრფით და ველით სიცოცხლეს... 2017.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი