მაგდალინა...
მმართავს გრძნობები და შემშალა ფიქრის ჩანჩქერმაც, ჩემი სამყარო იდიალისტურს აღარ ეკუთვნის. გავცდი საზღვრებს და ღმერთმა უწყის, სად დავასრულებ, ეს მარტოობა იმ მარტოობას ვეღარც კი ებრძვის. საღი გონებას მხოლოდ ფიქრი შემორჩა შენზე, სხვა ყველაფერმა გაიფრინა მრავალ წლის მიღმა. სულ რომ გავშეშდე, გამეყინოს ძვლებიც და სულიც, მზეც ვერ გამალღობს, მე დავრწმუნდი და თან, არც მინდა. ჰოდა, ვერც ვადნობ სულში შემოზრდილ მსერავ ლოლოებს. შენ რომ იხრწნები, ისე მეხრწნება სულის კედლები... მე ვცხოვრობ, ვსუნთქავ, ვვარსებობ- ურცხვად, შენ კი მიწისგან მოგიქსოვეს ცივი წინდები... 2017.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი