იქედნე


ჩამომათოვა მზის სხივების მწველმა ელფერმა, 
ჩამომადნა და ჩამომეღვარა ზეცის ცრემლებიც. 
იქედნესავით "მოალერსე" უცხო თვალებმა
შემისახლა და გამიხუნა მწველი ფერები.

ხო, ასე იყო დასაბამი დასასრულისა, 
შენ ხომ იქედნე მახრჩობელად შემოგეხვია...
ხო, ასე განვლო დასასრულმა გზა განსაცდელის
და შენი იქედნე ახლა მხოლოდ მე  შემეჩვია... 

ახლა მე მაცხო ამბორი, იუდას მსგავსი, 
უნდა დამსტყუოს ის ამბავი, რაც მე გამანდე... 
მაგრამ გპირდები, შეგინახავ, შეგისისხლხორცებ
და ვერ მაცდუნებს უცხო ხილის წადილი, მენდე...


2017.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი