გონების დაფა
გონის წიაღში ჩალექილი ჭადრაკის დაფა, ტრივიალური სცენარების უყდო სიშიშვლე. უაბრეშუმო, დაძურწული ფიქრების ფარჩა და სულში ტროას ცხენს მოყოლილი მტერი ვიფხიზლე. გავიკვირვე და ჩემი მტერი სარკეში მხედავს ძაძის ჩაცმას სთხოვს გულში მსუნთქავ ედელვაისსაც, მაგრამ ბნელეთის ორქიდეა დღეს რომ შემოსავს, შურისძიება მოსწყურდება თეთრ ნემესიდას. _ მერე დუელში რომელიმე მეს გამოვიწვევ, დალექილ დაფას ფიგურებით გადავათეთრებ. ვიტყვი, დებიუტს არ დავუთმობ ბნელეთის შავ ქვებს და მიტელშპილსაც მოვაცილებ პაიკთა გვამებს. ბოლოს,ნელ-ნელა, გაქრებიან შავი კუები, ეტლს გაჰყვებიან ცუდი ყოფის შავი მხედრებიც, და ენდშპილისას ჩემი მეფე(მე) ამაყად იტყვის, რომ გაიმარჯვა და მე-ლაზიერ, ვემორჩილები! 2019.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი