ემოციური აკროპოლისი
თუ გეტყვი მძულდი როცა არ მიყვარდი და როცა მძულდი მიყვარდი მეთქი გაიგებ სათქმელს?ან დაიჯერებ მის ჭეშმარიტებას?ყოველი ჩვენთაგანი ქვეცნობიერად ირჩევს ვინმეს ვინც იქცევა ჩვენივე ემოციების თავმოყრის აკროპოლისად რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ აკროპოლისში,მრუში დედაკაცი შემოვიდა გულისრევა ყბებში ისე მომაწვა რომ არ ამრეოდა უსათუოდ დავიხრჩობოდი. არადა კაცმა რომ თქვას სულაც არ იყო მრუში უბრალოდ ასეთად წარსდგა ამ ჩემს ემოციურ კათედრალში თითქოს იგრძნო ჩემი ზიზღი და თავის მართლებას მოჰყვა განა რა გამართლება აქვს სიმრუშეს თუკი ფუნდამენტი ღალატია, მოღალატეები განსაკუთრებით მძაგს ყოველ მათგანს იმეთგაცრუება შემოჰყვებათ ხოლმე ხელკავით და მერე მის თვალებზე ჩამოფხატული შავი ქაშმირის უიმედობა უნდა ნახოთ რაოდენ დამთრგუნველია . ერთხელ ერთი მშიშარა ყმაწვილიც მოუახლოვდა კარს მაგრამ როგორც ავღნიშნე მშიშარა იყო და შემოსვლა ვერ გაბედა თუმცა სიჯიუტე იმდენ ხანს უტრიალებდა გარს რომ კარს არ მოშორებია .აკროპოლისში გამუდმებით სანთლები ლივლივებს და დამწვარი ზეთის სუნი დგას,მის ქვაფენილზე მონარნარე თავდაჯერებულობა ახლაც თვალწინ მიდგას როგორ მედიდურად მოაბიჯებდა სანამ სამჯერ არ დარეკა გაცემის ზარმა. კიდევ ჩვილი მახსოვს სათნო თვალები ჰქონდა უნდობლობით სავსე,ნდობა კი იმდენად ფასდაუდებელია რომ არავითარ აკროპოლისში არ სახლობს, ამასთან ჩვენს დროში აღარავინ ცდილობს თვალებში კითხვას.რომ იცოდე რა ტკბილია სიძულვილი როდესაც გიყვარს... და მაინც ყველაზე შემაძრწუნებელი თუკი ვინმე შემოსულა ის იყო ვინც აღმოაჩინა რომ გული მარჯვნივ მაქვს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი