ძვირფასო დორიან II


ძვირფასო დორიან!გწერთ მორიგ  წერილს  საეჭვოდ უკანასკნელს…
ამჯერად საფოსტო მარკის გარეშე ,ასე თქვენ პასუხის დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ და როგორც დაგპირდით  ბოლო სიტყვა ჩემი იქნება…
რამოდენიმე საათში თქვენი იუბილე მოახლოვდება და ჩემშიც იმატებს ღელვა,იმაზე თუ როგორ ჩაივლის წვეულება ,რომლისთვისაც დილიდან ასე მონდომებით ემზადებით.თვალწინ მიდგას თქვენი ელეგანტური მანტია, წვრილად ნაქსოვი შარფით დახურული ყურში კი,ჩამესმის კარგად გაპრიალებული ფეხსაცმელების კიბეზე აღმა დაღმა ბაკუნის ხმა.როგორ შეიძლება თქვენისთანა მარტოსულ ადამიანს ასე უყვარდეს  ყურადღების ცენტრში ყოფნა,მისკენ მიშვერილი შამპანურის შუშხუნა ჭიქები,გრძელი მაგიდის მზერით დამწვარი შუბლი?კინაღამ დამავიწყდა სამეჯლისო ცეკვა! შესანიშნავი შანსი ერთი ორი საქმიანი შემოთავაზებისთვის და თქვენი ახალი პარფიუმის შენაერთების გამოსაცნობად, მაგრამ თქვენ ხომ ასე მარტივად არ დათმობთ თქვენს იდუმალებას ?ამიტომაც ყოველი სიმფონიის გაჟღერებისას   უხერხულად ჩაახველებთ, ტუჩთან ჩამოწვეთილ ალუბლის წვენს მოიწმენდთ და თავის დაკვრით გაეცლებით დარბაზს დასრულებისთანავე კი ხელგაშლილი შემოაღებთ ორივე კარს,რა საკვირველია კვლავ ჩახველებითა და თავის დახრით. დარწმუნებული ვარ  ერთდროულად წვეულებით კმაყოფილი და სტუმრებით გაღიზიანებული  მსახურებს მოუბოდიშებთ წუხანდელი გულისწყრომის გამო იქნებ ამ  ღამის ოჯახებთან გატარების ნებაც  დართოთ,თანაც ვინ იცის იქნებ გინდოდეთ კიდეც განმარტოვება როცა სტუმრები ბოლომდე დატოვებენ  სასახლეს ,მით უფრო თუ ის შინაბერა მოისურვებს თქვენთან დარჩენას. ჰმ?!თუნდაც არავინ მოისურვოს თქვენი ინტიმურობისთვის საძირკვლის გამოცლა და პირისპირ შეგატოვოთ კონიაკის დაბალფეხიანი ჭიქა, რომელსაც აუცილებლად მიანარცხებთ ბუხრის კუთხეს,როცა აღმოაჩენთ რომ თითების უსაშველო ტკაცუნის მიუხედავად  კლავიშებზე რე მინორი აღარ გემორჩილებათ.
ნაკლები უნდა წეროთ  და მეტი დრო დაუთმოთ ქვის სატეხს სხვენში.
გახსოვთ მითხარით ,,თუ გსურს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთო პოეტს უნდა შეიყვაროო?!”მთელი კვირაა თქვენთვის საჩუქარს ვარჩევ და მივხვდი ,თუ გსურს მწერალს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთო უნდა მიატოვო.დაბადების დღეს გილოცავთ ძვირფასო დორიან!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი