ჩვენი თარიღი
როდის დაიწყო ყველაფერი?ეს თარიღია. როგორ დაიწყო ყველაფერი?!ეს უკვე ისტორია.მახსოვს ჟრუანტელი მივლიდა რაღაც სიახლის,მეტიც სასურველი სიახლის მოლოდინი მქონდა.გრავიტაცია! ნამდვილად ეს იყო,უწყვეტი მიზიდულობა ამ სიახლისადმი,ქუჩაში დაყრილ ქანცგამოცლილ ფოთლების ნაწილს მეზოვე მიახოხებდა ნაწილს კი,ძლიერი ქარი,ორივენი ერთმანეთზე უკეთ უყრიდნენ თავს ფოთლებს.მჭირდებოდა,მეც მჭირდებოდა თავის მოყრა, მაგრამ უგზოუკვლოდ დამაფარფატებდა ქარიცა და მეეზოვეც ,სიცივე ძვლებში ცრიდა და სიგარეტის თითქმის ჩამწვარ ფილტრს ტუჩებზე ნერვიულად ვისრესდი.ბოლოს შეველიე, თავმოყრილ ფოთლებში მოვიქნიე და ჯიბიდან მობილური ამოვიღე, ხელისკანკალით გავამზადე საწერი ველი და ,,დღეს რა ფილმი ვნახოთ?!”ავკრიფე. თითქოს დღეს ამ მეეზოვესავით მოვაგროვწე ყოველი დაკარგული სიტყვა,ყოველი მიმიფანტული ასო და ყოველი გაბნეული ბგერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი