ძვირფასო დორიან!
საღამომშვიდობისა დორიან!ალბათ როცა წერილს მიიღებთ თქვენთან დილის რვა საათი იქნება ან ცოტა მეტი,კონვერტს მოყავისფრო აბრეშუმის ხალათის ჯიბეში ჩაიდებთ და ერთხანს გადაწყვეტთ არ გახსნათ სანამ დედათქვენის სახსოვარი,ძველი პატეფონი ხელმეორედ არ დაატრიალებს ჰენდელის ალილუიას და სქელი ბროლის ოთხკუთხა ჭიქაში ფსკერამდე არ დაიყვანთ ბურბონს,შემდეგ ბასრი სამართებლით ფრთხილად გახსნით კონვერტს და ორი თითით წერილს გამოაცურებთ.ო როგორ მხიბლავს თქვენი გრაციოზულობა რომელიც დრომ მხოლოდ დახვეწა.სათვალეს ორივე ხელით ფაქიზად მოირგებთ,თვალებს წაავარჯიშებთ ერთი ორჯერ დახუჭვა-გახელით და კითხვას დაიწყებთ, დროდადრო ირონიული ღიმილი შეგეტყობათ ტუჩთან და ნიშნის მოგებით ჩაახველებთ პირთან აფარებულ შეკრულ მუშტზე. დასრულების შემდეგ ბოლო აბზაცს კიდევ გადაავლებთ თვალს,მე ხომ ასე კარგად ვიცნობ თქვენს ჩვევებს.თითის ბალიშებით ფურცლის ხაოიან ზედაპირზე წრეს შემოხაზავთ ისე როგორც. მხრებზე,ჩემსა და...დანარჩენების მხრებზე.კარგით!კარგით!ნუღარ გავიხსენებთ,ოღონდ ნუ მაიძულებთ დავიწყებას. იცით,დორიან ჩვენ ისევ არ გვიწერია შეხვედრა,დიალოგიც კი არ გამოგვდის,თუმცაღა შეგვეძლო კითხვა პასუხის რეჟიმში ყოფნა,მაგრამ ძირითადად მხოლოდ კითხვებია რომლებსაც მე ვსმამ და რომლებზეც დაგვიანებულ პასუხს ვიღებ ,ბოლო დროს აღარც ამას...თქვენ მოუკელით ჩემთვის წერას.განა ასე სწრაფად დაშრა თქვენი შთაგონების წყარო?თქვენ რომ იცოდეთ რარიგ ვსაზრდოობ თქვენი ნაწერებით?!არა იმ სიტყვებით რომლებსაც ასე უფრთხილდებით, არამედ შიგადაშიგ გადღაბნილი მელნით .წარმოვიდგენ ამ დროს რაზე შეიძლებოდა ჩაფიქრებულიყავით,ხელი აგიკანკალდათ,აღელდით ან იქნებ ჩაგთვლიმათ?!ალბათ როგორ გადაიღალეთ მარტოობით? დასანანია!თქვენი ხელების სინატიფე რომლითაც ახლახანს ხიჭვიანი მორი შეუკეთეთ ბუხარს.... დორიან რა იცით ფიზიკურ სიახლოვეზე?გსმენიათ ამ გზით ინტოქსიაკაციის შესახებ? ორი დღეა გული იმდენად ხშირად მერევა უსათუოდ მოვიწამლე. თქვენთან ასეთი რამ არ დამმართნია... დიახ,დიახ აი ცერში შესობილი მაგ ხიჭვივით რომლის გამოძრობასაც კბილებით ცდილობთ...სწორედ ასე ხართ ჩემთვის !წარმოიდგინეთ თუ მის ამოღებას ვერ მოახერხებთ?! განა შეხორცდება უცხო სხეული რომელიც თქვენში შეიჭრა?სხვათაშორის თქვენი გაუფრთხილებლობით,თუმცა ასეთ დროს ამას მნიშვნელობა არ აქვს.ის ქსოვილებში ინფექციას წარმოშობს და თუ არ გამოდევნით ხრწნას არ შეწყვეტს სხეულის საბოლოო ლპობამდე. ახლა კი დორიან!როცა ხიჭვი როგორც იქნა კბილებით გიჭირავთ,გრძნობთ რამხელა შვება ახლავს უცხო სხეულისგან განთავისუფლებას?..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი