როს უყვარდათ ადრე უბრალოდ
ვაი მას ვისაც სიყვარული ლხენა ჰგონია ეგღა გვაკლია გვიყვარდეს და ბედს ვუღიმოდეთ თუკი ოდესმე შესანდობი რამე მქონია სიყვარულია ბატონებო და არ გინდოდეთ მისგან მისხალი თუნდაც რამე სამხიარულო უნდა იმკიდე ტიალ მინდვრებს ეკალ მაყვლიანს რომ ნება მისცე მარტოობას ცრემლი გაპკუროს რადგან გონება იმახსოვრებს მხოლოდ ნაღვლიანს მხოლოდ ტკივილში თუ შეიგრძნობ ტკბობის სიამეს უყვარდათ ოდეს და მე სულაც არ მეჩვენება რამე იმგვარად რომ მირევდეს ანდაც ვურევდე მით უფრო მაშინ როცა ასე დამეჩემება ენის ტარტალი ჩემისთანა ყეყეჩ ბრიყვებთან გავიმეორებ როს უყვარდათ ადრე უბრალოდ არა მარტივად თუკი სიტყვა სიტყვას მიჰყვება არ შეიყვაროთ უჯრედიც კი სამხიარულოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ყოჩაღ