ჯვარნაწერი და მაინც მრუში


შენ დაბრუნდები ჯვარდაწერილი,ნაქორწილარი 
და მაინც მრუში! ფრჩხილებში  ვნებით მოყოლილი კანის ნაგლეჯით
მე სარეცელზე  ვით ზეწარი ნაცოდვილარი
დაგხვდები უხმოდ სხვის ნატოლებ ჩემი დარდებით.

და უსასრულო ოცნებებით   სავსე ქაღალდებს 
მოესურვებათ რომ მოგიძღვნან რამე მეფური
ძველ გრამაფონში ბეთჰოვენი კვლავ იღაღადებს
 როგორ  დავთვალე   შენი სახლის ცხრა საფეხური

გადახარშული,დაორთქლილი შეპყრობილ სენით
შემომხვდი როგორც ღვარცოფი და ერთად გავგრილდით
ახლა ჭრილობებს შენგან გახსნილს ვილოკავ ენით
შენს ცოლქმრულ ღამეს დავიწყებულს სიზმარ ცხადივით 

მოხვალ და მკითხავ თუ დავასრულე ამბავი  მაშინ?
იმ ჯოჯოხეთურ ნოველაზე ჩურჩულით ყურში
მე ჩრდილოეთის ციალივით გამომცრის ტანში
რადგან ბრუნდები ჯვარნაწერი და მაინც მრუში…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი