ალფა უმი
მე დავიბადე შენს ვარსკვლავად ვარ ალფა უმი ყოველ ამინდში თუმც არ ვიყო მაინც მხედავენ მაგ გულისცემის აღმწერი ვარ წიგნაკი უბის სანამ ჩავქრები დაბნელებას ვერ გაბედავენ ჟამიანობის ბაცილა ვარ გამჯდარი ლაქად სადღაც ქსოვილში შიგადაშიგ ხელით ნაჩიჩქნი ცხელი,უგვანო წებოვანი მასები აქაც სახრჩობელაა რომ გიმზადებს მსაჯულ ნაფიცნი სად იყო წამი უხეიროდ გამორჩენილი? სად იშლებიან ხავერდებად ორქიდეები ზეწარი თოკზე ასე ურცხვად გამოფენილი რა გზას გადიან უსასრულოდ მსვლელი დღეები ცხელი მზის სხივით გაგითბება ცივი თითები ღამე კი მთვარე დაგიდგება სიბნელის ფერად მე სადღაც შორს და ათასწლეულს იქით ვიქნები სანამ სარგებელს ცრუ ღმერთები ეძებენ შენთან მე დავიბადე შენს ვარსკვლავად ვარ ალფა უმი შენსკენ მსვლელებს გზამკვლევობას ვუწევ ხოლმე შენ ხარ ჩემი ოცნებების ოკეანე ამიტომაც ჯერ არ ვქრები ისე თორემ თუ მკვდარ ვარსკვლავს დაინახავ საყვარელო კიაფ კიაფ რომ ვარდება შენს წიაღში ჩაიფიქრე სურვილები ჩემგან გერგო აგიხდება უსათუოდ განთიადში
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი