მხოლოდ ჩურჩული მსურდა შენს ყურთან
მხოლოდ ჩურჩული მსურდა შენს ყურთან გთხოვდი თითებზე სიცოცხლის ათვლას ახლა ხმამაღლა მაშინ კი ჩუმად მეძახდი სახელს სიკვდილს რომ ახლავს უსუსურობა დამარქვი როცა სხვები გიძღვნიდნენ მთვარის სონეტებს დაიმახსოვრე ყოველი კოცნა მე ქარს ვატანდი მაშინ მომენტებს დამნაშავეა”დაიქუხა მისმა ჩაქუჩმა და გაუწყებთ განაჩენზე მწუხარებით სისრულეში მოსაყვანად ცა გაჩუმდა ახმაურდნენ ყრუ მუნჯნი და მდუმარენი გულს მომკვეთენ ტილო თავზე ამას ნიშნავს ილესავენ საჩეხ პირებს ნაჯახები არ იდარდო ჩემო ღმერთო არამიშავს გამიხსენე იშვიათი დანანებით მე ჩურჩულით მოვიპარე შენი დრო და შენს ბუდეში სხვა ჩიტივით დავიბუდე სად დავმალე ვერ ვიხსენებ თუ სად მქონდა დავბრუნდები გიპოვი და დაგიბრუნებ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი