გადავარჩინოთ დედამიწა
გადავარჩინოთ დედამიწა ირწმუნე ერთხელ დასაწყისისთვის ჩემ სიგიჟეს გაგიცვლი შენში სადღაც იქნება და ვეძებოთ ნისლიან გზებზე რომ ავუშალოთ ამ სამყაროს ისედაც შეშლილს საღერღელი და ვიღიღინოთ უცნაურ ფერთა გადაკვეთაში ,დამტკიცებულ ჰიპოთეზებში და ახლა როცა სიყვარული კვლავ სახლობს ჩემთან მის ქარიშხლიან სისხლისმიერ მიმოქცევებში გადავარჩინოთ დედამიწა მხოლოდ ჩვენ ერთად მზის ამოსვლისას მე დავივლი ქუჩის ბარაკებს უსასრულობის შენ არ გჯერა მე ვრჩები მედგრად მოლოდინებით შევუკვეთავ შენთვის ბარათებს დეკადების,ასწლეულის მრგვალ თარიღებში გულს ავუჩვილებ ქვას და ყინულს ცრემლით გავალღვობ ამ სამყაროსთვის გამოძერწილ მკრთალ ნაცრისფერში გათხაპნილ მელანს სულის ბერვით ისევ გავათბობ მოდი ამჯერად მართლა ვიხსნათ კაცობრიობა და ყოველ დილით უიმედო მგზავრი მოვიხმოთ ჩვენს ვიტრინებში საიდანაც ფურცლები მოსჩანს იქნებ თაროზე თვალი მოკრან მოხუც დონ კიხოტს რით დაგეხმაროთ?შევეკითხოთ სულდაკარგულებს ბედუინისთვის უდაბნოში როგორც მირაჟი ვიქცეთ და მერე დედამიწა გადავარჩინოთ თან დავუბეჭდოთ გზამკვლევები დიდი ტირაჟით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი