ელეონორ II
პოეტებს არ უყვართ ელეონორ ბოლო სტროფები და ტაეპიდან ტაეპებზე გადასვლით მუდამ, ნელი უკუსვლით შთაგონების უაზრო ღელვას იხანგრძლივებენ! ეს ლექსი არ ჰგავს დანარჩენივით მონარჩენებს ,დასრულებულებს ,დასასრულისთვის გამოტანილ განაჩენივით სიტყვას რომ ხშირად მსაჯულების ჩაქუჩი უსწრებს… თავისუფლებით წამიერად აღტაცებულ სიკვდილმისჯილზე ? თუ შეგიხედავს ელეონორ ,ბორკილს რომ ხსნიან და მცირე ბილიკს ღირსეულად გაატარებენ …ტომრის მოხსნამდე ?!. ზუსტად ისე როგორც სანდლებს გაიხდი,რაშიც ახლა ქვები გისერავს ტერფებს ქაშმირის კაბას შიგადაშიგ დაცვარულ ფერდებს მუშტებს მოუჭერ საფეთქლები ხვითქით მოგრთავენ ჩაწყვეტილივით შუბლიდან ძარღვი ყელის ძარღვამდე ყოველი ფერის ერთდროულად გადაფარვამდე შენ არ გჩვევია თამაშისგან დაუძლურება თუმცაღა გდევდეს მრავალი დღის გვალვა წყლულებად ხელი არ გაუშვა ელეონორ საქანელაზე, მოქანავე ქანცგამოცლილებს!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი