ბებიაჩემი


წუხელ მესიზმრა ჩემი ბებია
დარდით და სევდით დაღარულ სახით
ვიწრო თვალებში ნაღველ ჩამდგარი
გზას მილოცავდა მოხუცი ბაგით

როგორი იყო ყველამ არ იცის
ჩემი ბებია ყველას არ ჰგავდა ყველამ არ იცის სისხლით და ოფლით
სხვისი შვილები როგორ გაგვზარდა

ბებიაჩემი ბევრს აცინებდა
რომ აგვიკლებდა ხანდახან წყევლით
და თუ სხეულზე გვქონდა იარა
მოგვიწმინდავდა თავისი ცრემლით

ბებიაჩემი ბედობის დილას
ბალიშში ჩუმად კანფეტს მიდებდა 
ეს ნიშნავდა რომ ჩემს ცხოვრებაში
სიმწარე ბინას ვერ დაიდებდა

ფორტეპიანოს გამოცდა მქონდა
ჩემი ბებია თავს იწონებდა
სჯეროდა ჩემი ისედაც სანამ
კომისიისგან გაიგონებდა

ჩემს წარმატებებს სველი თვალებით
იმედით სავსე მზერას აპყრობდა
ჩაირიცხაო სასწავლებელში
ბედნიერებას ყველა ატყობდა

მდინარეს მარტო გადაივლიდა
და დედაჩემის ნახავდა საფლავს
დაიტირებდა ხმამაღალ გლოვით
შავად მოსილის ცხოვრებას ახლავს

ჩემი ბებია ბევრს აცინებდა ყავარჯნებით და საწყალი ხოხვით
ბევრს აწუხებდა შვილიშვილებზე
გამუდმებული წუხილით,ოხვრით.

ტკივილიანი ახალგაზრდობა
დაკრძალა ვაჟი ჯერ კიდევ ჩვილი 
და სიბერეშიც უმტყუნა ბედმა
იგლოვა ტანჯვით გაზრდილი შვილი

მახსოვს მიწა რომ ხელით მოჩიჩქნა
და გამოქექა ფოთლებში ვაშლი
შეულოცა და გამომიწოდა
რომლის გემოსაც ვერასდროს  წავშლი

ჩვენს ძებნაში რომ შემოივლიდა
ტყე ღრეს,გვეძებდა ასე წლებია
შვილიშვილები ჩვენ არ ვყოფილვართ
მაგრამ ის იყო ჩვენი ბებია

ჩემი ბებია ბევრს აცინებდა
მისი ჩურჩუტით,მოხუცს სჩვევია
ბებიაჩემი ყველას არ ჰგავდა
სხვებივით ტანჯვას არ გაქცევია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი