ჩემი სიზმრები მხოლოდ ჩემია


ჩემი სიზმრები,მხოლოდ ჩემია
სადაც არ არის ადგილი შენთვის
ჩემს სიზმრებში მე ბედნიერი ვარ
შენი აჩრდილი თავს რომ
არ მესხმის

სიზმრები ზოგჯერ ზიზღში ჩაფლული
ნისლში ეხვევა ყველა  ოცნება
კოშმარულ ღამედ იქცევა ძილი
თავს რომ ვერ უყრის აზრებს გონება

ჩემი ცხოვრებაც მხოლოდ ჩემია სიმშვიდეს ხშირად ღელვა რომ ერთვის
ჩემს ცხოვრებაშიც როგორც სიზმრებში
არსად  არ არის ადგილი შენთვის

ჩემი სიზმრები ბნელი მორგია
სადაც გვამების სამსჯავრო მელის
უიმედობის იისფერ სკამზე
უცხო სხეული მოდის და მშველის

გულისამრევი ყოფიერება
 სადაც სიზმრები ბრძოლის ველია
ჩემი არსება უარს ამბობს შენზე
ჩემი სიზმრები მხოლოდ ჩემია
 
ვწევარ და ვხედავ  სისხლიან მახვილს
 სიკვდილმისჯილის სიტყვა მაფიქრებს 
მოკვეთილ სხეულს ძალუძს წამოდგეს
სიზმარიაო დედა მაღვიძებს

 ნდობამ მოიცვა ცოდვილი სული
მიწისქვეშეთშიც სითბო მახლია
ჩემს სიზმრებში მე ბედნიერი ვარ
ჩემი სიზმრები დედის სახლია


ტრაგედიაა ზოგჯერ სიცოცხლე
გარდაცვალება იღვრება შვებად
სისხლის და ხორცის ძვლები მოვიხმე
და მიპასუხეს ვიქეცით ქვებად
 
ჩემს სიზმრებში მე ბედნიერი ვარ
სადაც სიცოცხლეს სიკვდილი ერწყმის
ჩემი სიზმრები ბნელი მორგია
სადაც არ არის ადგილი შენთვის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი