მენატრებოდა პატარაობა
წუხელი,როცა ძილს მივეც თავი მესიზმრა ჩემი ბავშვობა ლაღი სიზმარი იყო იმდენად ცხადი რომ გაღვიძებულს შემომრჩა დაღი ეს იმ სიტყვების,რომლებიც მითხრეს ენით რომ გულში ლახვარი ჩამცეს პატარაობა მინდოდა მათ კი დიდად მოხილეს და ბავშვადვარ მცნეს მენატრებოდა ხტომა,ყიჟინი ფეხბურთის გუნდში თამაში მცველად მენატრებოდა პეპლების ჭერა შიშველ ფეხებით სირბილი ველად მენატრებოდა შალის წინდები ჩემი შარვალი წრიპინა ჯიბით ჩემი ხის თოფი თუთის კონდახით და პაპაჩემი მისივე ღიპით მენატრებოდა ქვაბიდან ჭამა პირმოთხუპნული ტოლებთან გავლა ჩემი მდინარის მღვრიე წყლის გემო მამის მკლავებზე ცურვისა სწავლა მენატრებოდა ჩურჩხელის კუდი შეშინებულზე დიდედის ლოცვა სოფლად პატარა ღელის შეგუბვა კიბორჩხალების სასტიკი ხოცვა მენატრებოდა ჩემი შურდული ანკესი ქვაზე გადადებული მენატრებოდა ჭიაკოკონა ცეცხლი სახტომად გაჩაღებული მენატრებოდა მეზობლის ჰაუ მტაცებლებისთვის შემოძახილი მენატრებოდა ქათქათა ,,ბიმი" ჩემი ფაშატი,ჩემი მარხილი გულაბის ძირში გამძღარი წოლა ატმის ხეებზე ციყვივით ხტომა მჟავე ალუბლით მოკვეთა კბილის და ჩემს ბოსტანში დიდივით შრომა შუადღით ჰამაკში უდარდოდ თვლემა ჩემი ზღაპრები ტყავის ჩანთაში მენატრებოდა ფუტკრები რთველში მუცლის გასკდომა ყურძნის ჭამაში მენატრებოდა ვარსკვლავთა დათვლა და ნათურასთან ფარვანის ფრენა ღამე ჭოტების კივილი მახსოვს ტურების ხმაზე ,,ბომბორას"ღრენა მენატრებოდა ბროწეულები მარილმოყრილი პომიდვრის ღეჭვა დედის ხელებით ნაჭმევი კვერი ბებოს ბუხარში ჭადების ცეკვა თათარას ჭამით ჩამწვარი ყელი ახლადმოწურულ ბადაგის წრუპვა ზაფხულის ცხელ დღეს ვედრებით ხელში ერთიმეორის დევნა და წუწვა მენატრებოდა კურკანტელებზე გადაწოლილი მაყვლების კრეფა ჩიტის ბუდეში კვერცხების ძებნა მარწყვის კომპოტის საამო თქვლეფა ზამთარში ციგით სრიალი ბორცვზე ჩექმები თოვლით გამოტენილი მენატრებოდა სოფლის ორღობე ბებოს ბოჩოლა პირდაფჩენილი ახალ წელს მამის თოფიდან სროლა თოვლის ბაბუის კალთაში რწევა მენატრებოდა შობის თბილ დილას ბიძის ბრძნული და საჭირო რჩევა მეზობლის ეზოს დალაშქვრა მახსოვს ჭყინტი სიმინდით სავსე კალთები და ბებიების ფანდური მახსოვს როცა შეაბეს ჩემთვის ბაფთები სიმღერ-სიმღერით გადამილოცეს სტუმრად მყოლია ბატონი თურმე მენატრებოდა ჩემი ურემი ჩემი,,წიქარა"ჩემი მეურმე მე ყველაფერი მენატრებოდა ძველი დრო,მისი ძველი თაობა რა ვერ გაიგეს იმ ჩემს სიზმარში მენატრებოდა პატარაობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი