ყავა გლუკოზით და დარიჩინით
ყავას გეახლებით,შავი მირჩევნია ოღონდ ნუ დაზოგავთ შაქარს გევედრებით არც მთლად უსისხლო ვარ სისხლიც მიეჩვია წრიულ მიმოქცევას,თანაც გამეტებით უწევს კრეატინინს თითქოს არ მყოფნიდა წამლის რეცეპტებით დღე-დღე სიარული თანაც ეს სარკომა ჯერაც არ მომცილდა მაინც რა მაცინებს სულ მთლად მხიარული გავხდი ბოლო თვეა, ბედსაც არ ვუჩივი თუმცა თავის ტკივილს ხშირად ვეფეთები ყავა დამისხით და როგორც ექიმთან ვთქვი იმ თვის პირველიდან მართლა შევეშვები აგერ, ნიკოტინს და ნერვიულობასაც, უკვე ორი დღეა სექსიც გადავაგდე. ახლა უარს ვეტყვი პოეტ ცოლობასაც ოქროს კალმისტარი გუშინ გადავადნე აღვირახსნილ საწოლს მხოლოდ ღამე ვათბობ ცოტა პულსი მიწევს როცა ვუწევ ვაგნერს ნახეთ ანალიზებს დახლზე როგორ განდობთ ჩემი სათვალე ხომ ჩემ გარეშეც აგნებს ჰო არ დაგავიწყდეთ ყავას ოცი გრამი სუფთა ჰენესი რომ გაკვრით დაამატოთ წლების დაძველებით თუ გაქვთ უკეთესი Fm-ს აუწიეთ ბარემ დავამთავროთ სტროფსაც მივაჯღაბნი კედლის კალენდარზე ბედს ხომ უბედობით სულაც არ ვუჩივი დიდი ამბავი თუ მხოლოდ ყავა გთხოვეთ მეტი გლუკოზით და ცოტა დარიჩინით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი