ზღვარი
დრო არ გასულა გიყურებ და ასე მგონია საუკუნეებს გაექეცი,გახდი უკვდავი მოდი,მიამბე წუთისოფლის ცივ სამსხვერპლოზე მგლოვარე წამთა ბაირაღი ფრიალებს შავი გვერდით დამიჯექ და მომიყევი რა შეიცვალა ბედმა რა უყო დედამიწას ან თავის მდგმურებს თუ ნალექია შენს ამბებში მაშინ ნუ მეტყვი ქვეყნის სიმდაბლით გულში სევდა დაისადგურებს ჩუმად მითხარი უკუნითი თუ გაიფანტა კვლავ განიკითხავთ ერთურთს ისე როგორც მსაჯულნი? ისევ ცდილობთ ემსახუროთ ორ მეუფეს? სისხლს რაღად ირჩევთ საზრდოდ სისხლით ტანჯულნი? თუმცა არ მითხრა გამოცნობას გული მირჩევს მომავალს ჰკარგავთ,როგორც ვხვდები დღენი არ იცდის მონუსხულივიტ გული ცრუსაც მართლად მიიჩნევს და შეცდომების ანარეკლით ყველა განიცდის იმედიც ჩაკვდა,ბედისწერას თქვენ ვერ განდევნით ის აცეკვებს სადავეებს,ის ღვრის თქვენს ცრემლს ფეხზე დგახართ უხილავი დასაყრდენით ღრუბლიანი დაიკავებთ ცივ სარეცელს მერე რა თუ მეგობარმა გიღალატა შიგ ლახვარი ერთგულებას ჩასცა მზაკვრად მოგონება თუ აღნუსხავს ყოველივეს სეზე გაშლის თავის მკლავებს სურო მძლავრად მე იმ დროს ვგლოვობ ,მივტირი ახლაც ზოგს ცოტა ჰქონდა საფიქრალი,ზოგს კიდევ ბევრი უფალი დაგმეს რომ განიზრახეს სამყაროს შეცვლა და ამ ცვლილებას რომ უწოდეს დიდი შედევრი ვერ შევცვლით,ვერა,ჩვენ ვეღარ შევცვლით წესები ქვეყნის რა ხანია დაწერილია ნუ გეშინია,შენ ნურაფრის ნუ გეშინია მერე რა თუ შიში უკვე დათესილია მე მაპატიე ჩემი სიტყვებით თუ რამ გეწყინა გული გატკინე რომ ავყევი ავისმთქმელ ბაგეს რომ გავაშიშვლე შემოსილი შენი სიმართლე ცილი დავწამე ყოველ სიტყვას შენსავე ნაქებს ნუ შეშინდები თუ ვერ გავუძლებთ სასჯელს და რისხვას დრო მაინც შთანთქავს მოგონებებს წალეკავს წარღვნა ზღურბლს რომ გადმოდი არ ვაპირებ მე შენს გაკიცხვას ტოტების მტვრევას იცოდე სჯობს ხეების დარვა დრო გავა,მაგრამ გლოვის მოთქმა კვლავ შემაძრწუნებს უგუნურებით ძველებურად ცრემლებს დაღვრიან არც დააფიქრებთ აჩრდილები,ქარტეხილები მათ სიახლოვეს ასე უსულოდ რატომ დაჰქრიან მხოლოდ ერთსა გთხოვ აქ ნუ დარჩები,გაბრუნდი უკან წადი ნუღარ ცდი ქვეყნისაგან უცებ განდგომას მომენატრები,მაგრამ ასე სჯობს მცნებები ამბობს ისევ შევხვდებით როცა წლებიც მოგვცემს თანხმობას გიხმობენ,წადი,რადგან უკვე გაიხსნა კარი გაპატიებენ ჩემთან სტუმრობას როცა გნახავენ მე აქ ვიპოვე ედემის ბაღში თავშესაფარი მათ სჯერა შენი,უყვარხარ და არ დაგძრახავენ დრო აღარ იცდის წადი სანამ განრისხდა ღამე ვარსკვლავთა ციმციმს შეცვლის ელვა,ჭექა-ქუხილი გადააბიჯე ზღურბლს მარადიულს თორემ მაშინებ რადგან დროს ვერ გრძნობ და ასე უფრო გვიპყრობს წუხილი იქნებ შენ იხსნა თუნდაც მცირედი,რაც ისევ სუნთქავს ამაოებას დაჩრდილავ ვიცი,აღადგენ იმ დროს იბრძოლე ვიდრე ამ იმედებს ბნელეთი შთანთქავს ვილოცებ ღმერთმა ინებოს და აქ დაგიმკვიდროს ეს მდინარე ნაპირთ შორის რომ რაკრაკებს ადრე რწყავდა უნაყოფოს შავ სამარეს ახლა დუმილს შეხიზვნია ნაკადული ჩვენს გაყოფას რომ უბრძანებს ჩემს სავანეს წლები გავა დაბრუნდები,შენ ისევ მოხვალ შენი ბაგენი მე მომიხმობს და მომიყვები რომ არ ვცდებოდი თურმე ყბედი ტყუილად მიწოდე მე გავიღიმებ ყველა გრძნობას ერთად ავყვები შენს სიამაყეს კი შევაპარებ უნიჭო ცინიზმს და ქედმაღლობით ისევ დავცინებ დროის ეულებს ვიცი შენ მეტყვი წარბებშეკრული,სევდანარევი ,,შენ რომ იცოდე იმათ გაუძლეს ათასწლეულებს’’ მე თავს ჩავღუნავ,დარცხვენილი გავდგები განზე მათ იბატონეს მე სუსტი ვარ და ვერ შევძელი წუთისოფელი მოკლე იყო ზოგჯერ წამებიც მაინც დავუსხლტი,იმარჯვა და აქ დამხვდა გრძელი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი