მხოლოდ ჩურჩული მინდა შენს ყურთან
შენ,ვიღაცისთვის ყველაფერი ხარ მე უშენობით თავს ვიიმედებ შენ პოეტები გიძღვნიან ლექსებს მე კი ერთ სტროფსაც ვერ გავიმეტებ შენთვის თვითმკვლელებს შეესხათ ფრთები ვიღაც მუდმივად შენს სახეს ხედავს მე უღიმღამო სიცოცხლით ვცხოვრობ ვიღაც კი შენთვის მკვლელობას გეგმავს ღმერთები შენთვის რეკავენ ზარებს და ეს ზარები მიხშობენ სმენას ვერ მოგწვდებოდი მაინც ვერასდროს ვერ ვისწავლიდი შენსავით ფრენას ვიღაც ხეს ჩიჩქნის შუშის ნამსხვრევით და შენთვის არჩევს ნოემბრის ფერებს მე ვერ გიყურებ როცა მიღიმი შენს ღიმილს ვიღაც სხვა შეიფერებს შენთვის იგონებს ვიღაც სამყაროს სადაც მოგიძღვნის სხეულს ნაფერებს მეც დავრჩებოდი მაგრამ შენს გვერდით მავნე ჩვევები არ გამაჩერებს შენს სურნელს გრძნობენ სხვები ქუჩაში მე კი ვამარცხებ სურვილებს ჩემში ვიღაც სასმელში დაეძებს შვებას მე ჭიქა წყალსაც ვერ ვიჭერ ხელში ვიღაც მინდვრებში ფერად ყვავილებს საგულდაგულოდ შენთვის რომ არჩევს მე ვაკვირდები ჩუმად ზურგსუკან მათ ვინც შენს სახეს ამ დროს ვერ ამჩნევს ბავშვივით მიყვარს თამაში თმებში მოთამაშე ვარ,იცოდე მართლა მხოლოდ ჩურჩული მინდა შენს ყურთან და შენს თითებზე სიცოცხლის ათვლა ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი