ციდან ცვივიან მკვდარი ჩიტები
ციდან ცვივიან მკვდარი ჩიტები თეთრი,შავი და ხანაც შავ-თეთრი ბუმბულს ითვლიან მოგრძო თითები და არც კი ვფიქრობთ იქნებ არცერთი გარდა ფრინველის არ დაშვებულა სულმოუთქმელად ასე მიწამდე როგორც ოდესღაც შენ გაბედულად უღმერთოდ მყოფი ღმერთად მიწამე იყო დაცემა ზნეობრივ აზრთა თუმცა ავმაღლდით საკუთარ თავზე ვისხედით ფსკერზე ცვილის ოთახში და ვადნებოდით ერთმანეთს მკლავზე რა მოსატანი ახლა ეს არის როცა გულს უნდა ნეკნებს მიეკრას გარდამოხსნილი ჩვენი სხეულით მიქელანჯელოს ვგავდით პიეტას ციდან ცვივიან მკვდარი ჩიტები ისე მორჩილად თითქოს ჰაერში იმ კოლიბრივით ფრთა რომ მოსტეხეს დენთით გაჟღენთილ ნისლში ჩავეშვი ჩვენ ილიადად გადავიქეცით როგორც კორტესის განძი,დაგვწყევლეს ახლა ღამეა,ბართლომეს ღამე და მე შავ ჭირად ამომახველეს ღრუბლების შეკვრა იმსხვრევა ცაზე დედას საყვარელ პორცელანივით როგორც ზეფირი ღმერთი ქარების ნილოსის ნაპირს ხოხვით გავივლით და ჩვენ ჩაგვძირეს მკვდარი ზღვის ფსკერზე პრელუდიაში სადღაც შოპენის კვლავ ვხედავ ცვილის პატარა ოთახს მკვდარი ჩიტების ლეშით მოფენილს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი